სიახლეები

სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი "ლაგუშედა"
2014 წელი

პროექტი - "მოვიძიოთ და განვაახლოთ ჩვენი წარსული"


CTC - ის   ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში - სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირმა "ლაგუშედა", საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარადგინა პროექტი - "მოვიძიოთ და განვაახლოთ ჩვენი წარსული". 

2014 წლის იანვარში, საგრანტო კონკურსის კომისიამ სამ პროექტს გაუწია რეკომენდაცია დასაფინანსებლად. კომისია წამყვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან იყო დაკომპლექტებული (ანა მარგველაშვილი - "კავკასიური სახლი", მანანა გიგაური - "ელკანა", ელისო რეხვიაშვილი - "ქალთა კავშირი"). 

28-30 იანვარს   CTC -  ის თბილისის ოფისში შედგა სამუშაო შეხვედრები, მონაწილეებს ჩაუტარათ ინტერაქტიული სემინარები თემაზე - "ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღებაში", რომელსაც უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი - ბატონი პავლე თვალიაშვილი და თემაზე - "გრანტის ფინანსური მართვა", რომელსაც უძღვებოდა  CTC - ის ფინანსური მენეჯერი - ქალბატონი იულია შენდრიკოვა. მოხდა საგრანტო პროექტების ციკლის, ფინანსური და პროგრამული მართვისა და ანგარიშგების პროცედურების ახსნა და სწავლება.





ჟიურის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე, შემუშავდა პროექტის სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის საბოლოო ვერსია.

2014 წლის 1 - მარტიდან, პროექტი განხორციელების სამოქმედო ფაზაში შევიდა.



პროექტის მსვლელობა

პროექტის განხორციელების მსვლელობა სამ ეტაპად დაიყო. 
1. პროექტის ბიუჯეტის შედგენა
2. პროექტის შესრულება
3. პროექტის დამთავრება
შესაბამისად, პროექტის ბიუჯეტიც სამ ტრანშად გადანაწილდა. საქმიანობის დასაწყისისათვის უპირველესყოვლისა აუცილებელი გახდა პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი მასალების, ტეხნიკური აღჭურვილობის შეძენა.

ქალაქ თბილისში შეძენილი იქნა:
1. ნახევრადპროფესიონალური ფოტოკამერა CANON EOS650D 
2. სამოყვარულო ფოტოკამერა NIKON S2700 (19 ცალი)
3. ლაზერული მანძილმზომი STANLEY TLM210
4. ფოტოაპარატის ჩიხოლი (19 ცალი)
5. თაბახის ფურცელი A4 (2 შეკვრა)
ამით ბიუჯეტიდან გამოყოფილი პირველი ტრანში ამოიწურა.

წარმოვადგინეთ ფინანსური ანგარიში, ხარჯების ჩამონათვალი და წარმოვადგინეთ მოთხოვნა მეორე ტრანშის გადარიცხვაზე.


2014 წლის 10 - მარტიდან შედგა მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურებთან შეხვედრები:
10 - მარტს შედგა შეხვედრა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ბ.ნ. გოჩა ხორგუანთან და ამავე
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბ.ნ. მაიზერ ჯაფარიძესთან. აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურისა და ახალგაზდულ საქმეთა სამსახურებთან. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ, მათი მხრიდან მივიღეთ თანადგომის დაპირება პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში.










2014 წლის 11 - მარტს მიმდინარე პროექტთან,, მოვიძიოთ და განვაახლოთ ჩვენი წარსული "დაკავშირებით შეხვედრა შედგა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორ ქ.ნ. რუსუდან ქოჩქიანთან და მუზეუმის სხავა თანამშრომლებთან, მოხდა აზრთა ურთიერთ გაზიარება და მივიღეთ დაპირება მიმდინარე პროექტთან თანამშრომლობის თაობაზე.






2014 - წლის 12 - მარტს შედგა შეხვედრა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ქ.ნ. დარეჯან ნიგურიანთან. გავაცანით მიმდინარე პროექტის პერიპეტიები, კერძოდ ის რომ უნდა მოეწყოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში კონკურსი,, წინაპართა ნაკვალევზე "და 19 - საჯარო სკოლას მიმდინარე კონკურსიდან გამომდინარე გადავცეთ თვითო ცალი ფოტოაპარატი. საგანმანათლებლო რესურსცენტრმა აიღო ვალდებულება საკონკურსო დებულებების ელექტრონული ვერსიით სკოლებისადმი მიწოდების და აგრეთვე მიმდინარე კონკურსების მონიტორინგის შესახებ.



2014 - წლის 13 - მარტს მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სამსახურთან შედგა შეხვედრა მიმდინარე პროექტთან,, მოვიძიოთ და განვაახლოთ ჩვენი წარსული "დაკავშირებით. მოიწონეს პროექტის მიმდინარეობა და გამოთქვეს სურვილი პროექტის მსვლელობაში მოხალისეებად თანამონაწილეობის შესახებ.




ამის შემდგომ ჩვენს მიერ შემუშავებული იქნა (პროექტიდან გამომდინარე სასკოლო კონკურსი,, წინაპართა ნაკვალევზე ") დებულება, რომელიც გადავეცით საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მათ მიერ ეს დებულება გადაგზავნილი იქნა მესტიის მუნიციპალიტეტის 19 - საჯარო სკოლაში ელექტრონული ფოსტით.
19 - ცალი ფოტოაპარატი გადავეცით მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს სკოლებში დასარიგებლად და გავაფორმეთ შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტი. ჩვენ თვალყური მივადევნეთ ფოტოაპარატების სკოლებზე გადაცემის პროცესს.






22 - მარტიდან 8 - აპრილის ჩათვლით მოვაწყვეთ მესტიის მუნიციპალიტეტის 17 - თემის მოსახლეობასთან შეხვედრები. შეხვედრებზე მოსახლეობის აქტივობა გაცილებით დაბალი იყო მოსალოდნელთან შედარებით, ამისი განმაპირობებელი მიზეზები სხავადასხვა გარემოებებისაგან წარმოიქმნებოდა: 1) ზოგადად მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიები. 2) ჩვენს მიერ დანიშნული შეხვედრების დროს იყო დამთხვევა შიდა სასოფლო თავშეყრების (გასვენება, ორმოცი და სხვა) 3) ასევე ცუდი კლიმატური გარემო - თოვა, სიცივე და უგზოობა. ყოველივე აქიდან გამომდინარე სოფლის ერთიანი შეკრებების ნაცვლად შეხვედრები იმართებოდა პატარპატარა უბნებთან, მოსახლეობის უფრო მცირე რაოდენობის დაჯგუფებებთან. შეხვედრები იმართებოდა როგორც (მზიან ამინდში) სოფლის შესაკრაბელ მოედნებზე, ასევე სკოლის შენობებში რამოდენიმე შეკრება შედგა ეკლესიებში. შეხვედრების დროს განიხილებოდა პროექტიდან გამომდინარე პრობლემები. სოფლის უხუცესებისა და მოსახლეობის მხრიდან გამოიკვეთა საკმაო მხარდაჭერა და ინიციატივები სოფლის გარშემო არსებული ისტორიული და კულტურული მემკიდრეობის ძეგლების მოძიებისა და ინფორმაციის მოწოდების საქმეში. მოსახლეობის მხრიდან მოდიოდა აქტიური მოთხოვნა მოძიებული ძეგლების შესწავლის და მათი მოვლა პატრონობის გატარებაში. მათი მოთხოვნები აისახა შესაბამის სამსახურებთან წარსადგენ პეტიციაში. თვითოეულ თემში მოძიებული იქნა 7-8 და მეტი რაოდენობის ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაშთები. რაც შემდგომში გადაღებული ინება ფოტოკამერით და გამოქვეყნებული იქნება სპეციალურ ბუკლეტებში. მოძიებული ძეგლების დიდი ნაწილი მდებარეობს მაღალმთიან რელიეფურ გარემოში, სადაც მისვლის შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულში იქნება, თოვლის გვიანი დნობის გამო. თვითოეულ თემში გამოჩნდნენ მოხალისეები რომლებიც გაგვიწევენ მეგზურობას თვითოეულ ძეგლთან მისასვლელად და დაგვეხმარებიან ძეგლების აზომვასა და ფოტოფიქსირებაში.


შეხვედრები მესტიის საზოგადოებასთან:


















მარტის მეორე ნახევრიდან აპრილის პირველ ნახევრამდე სვანეთში საკმაოდ სუსხიანი კლიმატი დაიჭირა, სოფლებში მისასვლელი გზები ალაგალაგ დიდი ტალახით, ალაგალაგ კი ყინულითა და თოვლის საფარით იყო დაფარული მიუხედავად ამისა ჩვენ მოვიარეთ მესტიის მუნიციპალიტეტის 17 - ივე თემში შემავალი ყველა სოფლები, მოვაწყვეთ შეხვედრები სოფლის მაცხოვრებლებთან









შეხვედრა სოფელ უშგულში:












კალას საზოგადოებასთან შეხვედრა:



შეხვედრა იფარის საზოგადოებასთან:






შეხვედრა წვირმის საზოგადოებასთან:



შეხვედრა იელის საზოგადოებასთან:





შეხვედრა მულახის საზოგადოებასთან:




                                                         





შეხვედრა ხაიშის საზოგადოებასთან:












შეხვედრა ჭუბერში:





შეხვედრა ნაკრაში:








შეხვედრა ლახამულაში:





შეხვედრა ლენჯერში:



შეხვედრა სოფელ დიზში:


შეხვედრა სოფელ ფარში:


შეხვედრა სოფელ ეცერში:


შხვედრა სოფელ ლატალში:






შეხვედრა სოფელ ბეჩოში:







შეხვედრა ცხუმარის საზოგადოებასთან:





ჩუბე იფარი:






მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შემდგომ, დავამზადეთ დიპლომები და შევიძინეთ პრიზები (სუვენირები), პროექტით გათვალისწინებულ სასკოლო კონკურსის,, წინაპართა ნაკვალევზე "პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელთათვის.



კონკურსში,, წინაპართა ნაკვალევზე "გამარჯვებულთათვის პრიზები შეუკვეთეთ მესტიის ქრისტიანულ კულტურის ცენტრთან არსებული ხის მხატვრული დამუშავების ჯგუფის ოსტატს გიორგი ფილფანს, რომელმაც დიდი რუდუნებით დაამზადა სხვადასხვა სუვენირები კონკურსში პირველი, მეორე, მესამე ადგილის მფლობელთათვის.


საკონკურსო პრიზებისათვის დამზადებულმა სუვენირებმა საბოლოოდ ასეთი სახე მიიღეს



 კონკურსი,, წინაპართა ნაკვალევზე "დაიწყო 22 - აპრილს. პირველი საკონკურსო შეხვედრა შედგა ყარსგურიშის საჯარო სკოლაში, სადაც 63 მოსწავლე ირიცხება კონკურსში მონაწილეობდა 9 ბავშვი (5 - გოგონა და 4 ვაჟი). დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა ოცდაათზე მეტი სოფლის მაცხოვრებელი, კონკურსის ორგანიზატორები სკოლის დირექცია და პედკოლექტივი , სოფლის მოძღვარი დეკანოზი გიორგი ნიგურიანი და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ბესარიონ გულედანი. დამსწრე საზოგდოებამ გამოავლინა სამი წარმატებული კონკურსანტი.






















22 - აპრილს, დღის მეორე ნახევარში კონკურსი შედგა ჭუბერის საჯარო სკოლაში, სადაც ირიცხება 112 - მოსწავლე და კონკურსში მონაწილეობა მიიღო 7 - მოსწავლემ (5 - ვაჟი და 2 - გოგო). დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა ორმოცზე მეტი სოფლის მაცხოვრებელი, სკოლის პედკოლექტივი და სოფლის მოძღვარი მამა გიორგი ნიგურიანი, მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი ბესარიონ გულედანი.



















23 - აპრილს შედგა კონკურსი ხაიშის საჯარო სკოლაში, სადაც ირიცხება 132 ბავშვი, კონკურსში მონაწილეობა მიიღოო 3 - ბავშვმა (2 - ბიჭი და 1 - გოგო). დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა ორმოცი სოფლის მაცხოვრებელი, სკოლის პედკოლექტივი, სოფლის მოძღვარი მამა დემეტრე გიგანი, მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენელი ბესარიონ გულედანი.











23 - აპრილს დღის მეორე ნახევარში საკონკურსო შეხვედრა შედგა ნაკრის საჯარო სკოლაში, სადაც ირიცხება 75 მოსწავლე, წარმოდგენილი იქნა ხუთი საკონკურსო თემა, აქედან ერთი თემის წარმომდგენი იყო ჯგუფი ოთხი მოსწავლის შემადგენლობით. ანუ კონკურსში მონაწილეობა მიიღო რვა მოსწავლემ. (5 - გოგონა და 3 - ვაჟი). შეკრებას ესწრებოდა სოფლის რწმუნებული, სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი - ბესარიონ გულედანი, ორი მოძღვარი და სოფლის საზოგადოების წარმომადგენლები დაახლოებით სამოცდაათი ადმიანი.

















24 - აპრილს შედგა კონკურსი ეცერის საჯარო სკოლაში, სკოლაში ირიცხება 59 - ბავშვი, კონკურსისთვის თემები მოამზადა 5 - ბავშვმა, მათშორის ერთ - ერთმა წარმოადგინა ორი თემა. დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა 21 - ადამიანი სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, სოფლის რწმუნებული და რამოდენიმე უხუცესი აგრეთვე პროექტის მოხალისე წევრი მიხეილ მჭედლიანი. 









24 - აპრილს დღის მეორენახევარში კონკურსი შედგა ფარის საჯარო სკოლაში, სკოლაში ირიცხება 47 ბავშვი, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 5 - ბავშვმა. ესწრებოდა 29 - ადამიანი. სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, მოხალისე მიხეილ მჭედლიანი და ახალგაზრდების ჯგუფი. ჰყავდათ აგრეთვე მხარდამჭერთა გუნდი, რომელიც მითითებული იყო საკონკურსო დებულებაში.













25 - აპრილს მაზერის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონკურსი,, წინაპართა ნაკვალევზე "სკოლაში ირიცხება 65 - მოსწავლე, ხოლო კონკურსში მონაწილეობდა 7 - ბავშვი მათშორის ერთმა წარადგინა ორი საკონკურსო თემა. კონკურსს ესწრებოდა სოფლის მოსახლეობის მცირე ნაწილი სულ 29 - ადამიანი. სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, სოფლის რწმუნებული და პროექტის მოხალისე წევრი მიხეილ მჭედლიანი.



















25 - აპრილი დღის მეორე ნახევარი, ბეჩოს საჯარო სკოლა. სკოლაში ირიცხება 69 - მოსწავლე კონკურსში მონაწილეობა მიიღოო 9 - მოსწავლემ, მიუხედეავად იმისა რომ კონკურსში მონაწილე ბავშვები დაბალი კლასის მოსწავლეები იყვნენ, მათ წარმატებით წარმოაჩინეს საკონკურსო თემები. დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა სკოლის პედკოლექტივი, დირექცია, სოფლის რწმუნებული, პროექტის მოხალისე მიხეილ მჭედლიანი და სოფლის მოსახლეობა 28 - სრულასაკოვანი ადამიანი.















26 - აპრილი ცხუმარის საჯარო სკოლაში შედგა კონკურსი, სკოლაში ირიცხება 51 - მოსწავლე, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 9 - მოსწავლემ. ესწრებოდა სოფლის მოსახლეობა -35 სრულასაკოვანი ადამიანი, სკოლის პედკოკექტივი, სოფლის რწმუნებული და პროექტის მოხალისე წევრი - მიხეილ მჭედლიანი. ჰყავდათ აგრეთვე მხარდამჭერთა ჯგუფი.
















      აღსანიშნავია რომ ცხუმარის საჯარო სკოლის აღსაზრდელებთან ერთად, საკონკურსო თემები წარმოადგინა ლახამულის საჯარო სკოლამ, უნდა აღინიშნოს რომ ლახამულის სკოლა არის მხოლოდ ორ საფეხურიანი (საკონკურსო დებულების თანახმად კი კონკურსში მონაწილეობის მიღება ეხებოდათ მხოლოდ და მხოლოდ სამ საფეხურიან საჯარო სკოლებს.) და შესაბამისად ისინი წარსდგნენ როგორც მოხალისე გუნდი, თავიანთი ინიციატივისა და სურვილის შესაბამისად. მათ წარმოადგინეს საკმაოდ საინტერესო თემა, პედაგოგების ლალი მარგიანის და მაცი ჭკადუას ხელმძღვანელობით და დახმარებით. ჩვენ კი მადლიერებით მივესალმებით მათ აქტიურობას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.



28 - აპრილი, უშგულის საჯარო სკოლა. 49 - ბავშვიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღო 6 - ბავშვმა, ღონისძიებას ესწრებოდა 37 სრულასაკოვანი ადამიანი სკოლის პედკოლექტივი, სოფლის მოსახლეობა და პროექტის მოხალისე წევრი ლუკა ფალიანი. ჰყავდათ აგრეთვე მხარდამჭერთა გუნდი.














29 - აპრილი. წვირმის საჯარო სკოლაში ჩატრდა კონკურსი,, წინაპართა ნაკვალევზე ", სკოლის 50 - მოსწავლიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღო 6 - მოსწავლემ. ესწრებოდა წვირმიში არსებულ ფეხის დედათა მონასტრის მონოზონი - დედა ნინო, სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და მშობლები, აგრეთვე პროექტის მოხალისე წევრი ლუკა ფალიანი - სულ 44 სრულასაკოვანი ადამიანი. აღსანისნავია რომ კონკურსის მსვლელობისას გამართულ მხატვრულ ღონისძიებას უძღვებოდა სვანური სიმღერების უბადლო შემსრულებელი და ჭუნირზე დაკვრის ოსტატი ნადია ნავერიანი.














29 - აპრილი, დღის მეორე ნახევარი იფარის საჯარო სკოლა, ირიცხება 40 - მოსწავლე კონკურსში მონაწილეობა მიიღო 8 - ბავშვმა. დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა სკოლის პედკოლექტივი, სოფლის მოსახლეობა (29 ადამიანი), პროექტის მოხალისე წევრი ლუკა ფალიანი და იფარის ტაძრის მგალობელთა გუნდი.




















30 - აპრილი. მუჟალის საჯარო სკოლის 27 - მოსწავლიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღო 12 - მოსწავლემ, წარმოადგინეს თავიანთი სოფლის ისტორიულ კულტურული ძეგლები თუ ნაძეგლარები. დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა - ბ.ნ. ერეკლე ნაკანი (როგორც მოხალისე), სკოლის დირექცია და პედკოლექტივი, მშობლები და სოფლის უხუცესები - სულ 36 სრულასაკოვანი ადამიანი.





















30 - აპრილი დღის მეორე ნახევარში კონკურსი ჩავატარეთ მულახის საჯარო სკოლაში, სადაც ირიცხება 56 - მოსწავლე და კონკურსში მონაწილეობდა 7 - ბავშვი. დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა პროექტის მოხალისე წევრი ერეკლე ნაკანი, სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ასევე სოფლის მოსახლეობა - 41 სრულასაკოვანი ადამიანი

































 1 - მაისს ლატალის საჯარო სკოლაში შედგა კონკურსი,, წინაპართა ნაკვალევზე ". სკოლაში ირიცხება 122 - მოსწავლე ხოლო კონკურსში მონაწილეობა მიირო 7 - ბავშვმა 5 - თემით ანუ ისინი წარმოადგენდნენ ჯგუფებს. ჰყავდათ მხარდამჭერთა ჯგუფი რომლებიც მუსიკალური ნომრებით ახალისებდნენ კონკურსს. ესწრებოდა პროექტის მოხალისე ერეკლე ნაკანი, სკოლის დირექცია, პედკოლექტივი, მათ შორის მოხალისე უცხოელი მასწავლებელი.









1 - მაისს დღის მეორე ნახევარში ლენჯერის საჯარო სკოლაში შედგა კონკურსი. სკოლაში ირიცხება 75 მოსწავლე და კონკურსში მონაწილეობა მიიღო 12 - ბავშვმა. დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა სოფლის მოძღვარი მამა ბასილი, მოხალისე - ერეკლე ნაკანი. სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და სოფლის მცხოვრებლები -48 კაცის შემადგენლობით















2 - მაისი, მესტიის პირველი საჯარო სკოლა. ირიცხება 161 - მოსწავლე, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 7 - ბავშვმა. ჰყავდათ მარდამჭერთა გუნდი რომლებმაც მხატვრული ნომრებით გაახალისეს კონკურსის მსვლელობა. დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდა პროექტის ბუღალტერი - ნაზი ქალდანი, სკოლის პედკოლექტივი, სკოლის დირექცია, მშობლები და სოფლის მოსახლეობა - 40 სრულასაკოვანი ადამიანი.





















2 - მაისს დღის მეორე ნახევარში კონკურსი ჩავატარეთ დ. მესტიის მეორე საჯარო სკოლაში. ირიცხება 128 - მოსწავლე, გვყავდა 3 - კონკურსანტი. ესწრებოდა სკოლის პედკოლექტივი და მშობლები - სულ 29 ადამიანი, აგრეთვე მოწვეული სტუმარი - სახალხო მთქმელი, სვანური ზეპირსიტყვიერების ოსტატი - ქ. ნ გოგუცა ხერგიანი.








2014 წლის 2 - მაისს დასრულდა CTC ზემო სვანეთის 20,110,329 პროექტის ფარგლებში გამარჯვებული მიკრო პროექტის CTC-SV-014-003-CSO,, მოვიძიოთ და განვაახლოთ ჩვენი წარსული "- ს, ერთერთი შემადგენელი ნაწილი - შიდა სასკოლო კონკურსები -,, წინაპართა ნაკვალევზე". ამის შემდგომ იწყება პროექტის დასკვნითი ეტაპი, რომელიც მოიცავს საკონკურსოდ წარმოდგენილ 131 თემის (ქართული და სვანური ვარიანტები) შესწავლა დამუშავებას, ელექტრონული ვერსიის მომზადებას და პუბლიკაციისათვის მომზადებას. აგრეთვე 17 - სხვადასხვა თემის საზოგადოებასთან შეხვედრების დროს მოძიებული ისტორიული და კულტურულ - მატერიალური ძეგლების ფოტო გადაღება აზომვა და მიღებული მასალების ბუკლეტებში დასაბეჭდად გამზადება და მისი გადაცემა სტამბაში და დაბეჭდვა.
     მესტიის მუნიციპალიტეტის 17 თემის მაცხოვრებლების მიერ მომზადებული პეტიციის წარდგინება შესაბამის სამთავრობო უწყებებში.
     შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიშის მომზადება და გადაცემა პროექტის ზემდგომ ორგანოებში.
------------------------------------------------------------------------------------------------------
       მთელი მაისის თვე ფაქტიურად უამინდობა იყო მთებში თოვლი ჯერკიდევ არ დამდნარიყო, ხშირად წვიმდა, მთელი ხეობები სქელი ნისლით იყო დაფარული და მთიან ადგილებში გადაადგილება შეუძლებელი იყო. ამის გამო ვერ ხერხდებოდა არსებული, დაფიქსირებული ნაძეგლარების ადგილამდე მისვლა, აზომვა და ფოტო გადაღება.
     პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში მოწყობილი შიდა სასკოლო კონკურსში "წინაპართა ნაკვალევზე" წარმოდგენილი იქნა 131 თემა ქრთულ და სვანურ ენებზე რომელთაც სჭირდებოდათ დამუშავება, შესწორება - კორექტირება და ელექტრონულ ვერსიაზე გადაყვანა (თემები რომლებიც ხელით იყო დაწერილი თაბახებზე, უნდა აკრეფილიყო კომპიუტერზე.) რათა გამზადებულიყო ბუკლეტებში დასაბეჭდად. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა გამოიჩინეს ინიციატივა და გამოთქვეს საურვილი დაგვხმარებოდნენ ამ პროცედურებში, ესენი გახლდათ: ლელა მერლანი, სალომე კვიციანი თავის მეუღლითურთ - ლერი არღვლიანი, მარიამ ნაკანი, ირინე ღვაჩლიანი, ნინო უდესიანი, ნინო და თეა ჩართოლანები, ნესტან ფალიანი, ხატია წიკლაური. ​​მთელი ეს პროცესი ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

   







------------------------------------------------------------------------------------------------------------
3 - ივნისს მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, შედგა მესტიის მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლების დირექტორების სემინარი - შეკრება, სადაც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქ.ნ. დარეჯან ნიგურიანის მიერ მივიღეთ მიკრო პროექტის -,, მოვიძიოთ და განვაახლოთ ჩვენი წარსული "- ს ორგანიზატორებმა მიწვევა. შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასკოლო კონკურსის,, წინაპართა ნაკვალევზე" შედეგები. გამოითქვა ჯანსაღი კრიტიკა დაშვებული ხარვეზების შესახებ და გამოეცხადათ მადლობა კონკურსის მიმდინარეობის პროცესში თანადგომისათვის. გამოითქვა სურვილი ასეთი პროექტების უფრო ხშირად განხორციელებისა.






უშგული
















კალა





















































ხალდე























































იფარი







































































წვირმი























































მულახი






































იელი

























მესტია












































































































ბეჩო















ჭკიდანარის ლამარია








ჯგრაგ  ხვალმიშ








სვიფ  სოლმაშ

















ნაშთქოლის  სამება








ნაშთქოლის  ღვთისმშობელი









No comments:

Post a Comment