სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი "ლაგუშედა" დაფუძვნდა 2001 წელს, შემდგომ კი საზოგადოებრივმა კავშირმა საფუძველი შეუქმნა მესტიის ქრისტიანული კულტურის ცენტრის ჩამოყალიბებას, სადაც შექმნილია ინგლისური ენის, ქართული ენა-ლიტერატურის და ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფები, ამავე ცენტრში ფუნქციონირებს მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები, ჩამოყალიბებულია ფოლკლორული და მგალობელთა ანსამბლები, აქვე ჩამოყალიბებულია ხატწერა-ფერწერის, ხის მხატვრული დამუშავების, გობელენის და ჭრა-კერვის ჯგუფები. კულტურის ცენტრი რაიონული მაშტაბით ყოველწლიურად ატარებს საანგარიშო კონცერტებს, აწყობს შემოქმედებით საღამოებს, ხელოვნებისა და ხელოსნობის ნაწარმის გამოფენებს. კულტურის ცენტრთან შეიქმნა ქორეოგრაფიული, მგალობელთა და ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ როგორც რესპუბლიკურ ისე საერთაშორისო ფესტივალებში.
2002 წლის, 1-ივლისს ზემო სვანეთის რეგიონში შემოვიდა ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია "ქეა", რომლის დონორი ორგანიზაცია იყო ამერიკოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, დასავეთ საქართველოს თემთა მობილიზაციის ინიციატივის პროექტით. 2002 წლის, 15-მაისს საზოგადოების კავშირმა "ლაგუშედა" აერთაშორისო ორგანიზაცია "ქეა"-ში, რომლის დირექტორი საქართველოში იყო ქალბატონი მარი კადრინი, ხოლო კოორდინატრი ბატონი ჩარლზ დენზოლი, შემოიტანა ქრისტიანული კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ბიუჯეტი მთლიანობაში შეადგენდა 10 267 ამერიკულ დოლარს, მათ შორის "ქეა"-ს წვლილი 6 491 იყო, ხოლო კავშირის წვლიი შეადგენდა 3 800 დოლარს. პროექტი დაფინანსდა 2003 წლის, 31-ოქტომბერს სამოქმედო პერიოდი შეადგენდა 3 თვეს, პროექტი წარმატებით განხორციელდა განსაზღვრულ ვადებში.
2004 წლის იანვარში საზოგადოების კავშირის მიერ შეტანილ იქნა მეორე განაცხადი, კულტურის ცენტრის რეაბიიტაციის დასრულებისათვის, რომელმაც წარმატებით გაიარა კონკურსი და 2004 წლის აპრილში დაფინანსდა 6 000 ამერიკული დოლარით, განხორციელების ვადა შეადგენდა 3 თვეს, აგვისტოს თვეში, განსაზღვრულ ვადაში ამ პროექტის განხორციელებაც წარმატებით დასრულდა.
2004 წლის სექტემბერში ამერიკის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტში, რომლის ხელმძღვანელიც საქართველოში იყო ბატონი ჯეიმს რიჩარდსონი, საზოგადოების მიერ შეტანილი იქნა პროექტი ცენტრში კომპიუტერული კაბინეტის შექმნის შესახებ, რომელიც ნოემბრის თვეში დაფინანსდა 10 000 ამერიკული დოლარით.
ცენტრისთვის შეძენილ იქნა 6 კომპიუტერი და სვანეთის რეალობაში პირველად მოხდა ლოკალური ინტერნეტის ქსელში ჩართვა. საზოგადოების თანადაფინანსება კი შეადგენდა 3 000 ამერიკულ დოლარს, რომელიც გადახდილი იქნა კომპიუტერების ოთახის სათანადო მოწყობაში. საზოგადოება"ლაგუშედა"-ს მიერ ამ პროგრამების სწორი, მართებული ორიენტაცია და გამჭირვალობა გახდა საფუძველი სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერისა. პროექტების მონიტორინგი ხორციელდებოდა დასაავლეთ საქართველოს თემთა მობილიზაციის ინიციატივის პროექტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის თემის მობილიზაციის და გრანტების ოფიცრების: ნინო რატიანის, სანდრო სტაჟაძისა და ხათუნა ჩიკვატიას მიერ. საერთაშორისო ორგანიზაცია "ქეა"-ს მუშაობის პერიოდში ორგანიზაცია "ქეა"-ს მიერ ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებულ პროექტებს შორის საუკეთესო და ყველაზე წარმატებული პროექტები განახორციელა საზოგადოებრივმა კავშირმა "ლაგუშედამ".
No comments:
Post a Comment